logo
ENG



"სწორი გადაწყვეტილებაა" - აუსტრევიჩიუსი პრორუსი ოლიგარქების სანქცირების წინადადებაზე

21 მარ 202320:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/21/t8ckdij3cbnqpkj.png

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი აცხადებს, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან დაყენებული საკითხი, რომ საქართველოსა და მოლდოვაში ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ, სწორი გადაწყვეტილებაა.

ამ საკითხზე დღეს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს საქართველოსა და მოლდოვაში "დესტაბილიზაციის მცდელობებში" მონაწილე ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.

აუსტრევიჩიუსის თქმით, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების მცდელობა, საზოგადოების რეაქცია აჩვენებს, რომ საქართველოში არ არსებობს კონსენსუსი მთავარი გადაწყვეტილებების შესახებ. ის ამ გადაწყვეტილებების მთავარ ავტორად "დე ფაქტო მთავარ ოლიგარქს" ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.

"უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების მცდელობა და საზოგადოების დიდი ნაწილის რეაქცია ამაზე აჩვენებს, რომ არ არსებობს კონსენსუსი მთავარი გადაწყვეტილებების შესახებ საქართველოში. ზედაპირზე ამოდის შეუთანხმებლობა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს პროევროპული კურსი. აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვხედავთ გარკვეული ოლიგარქების აშკარა დომინანტობას, მათ არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ გავლენებსაც. საქართველოში დავარქმევდი დე ფაქტო მთავარ ოლიგარქს, ფინანსურად ძალიან გავლენიან ადამიანს, დიდი პოლიტიკური გავლენებით ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე. ეს მთავარი გადაწყვეტილებები ხომ რაღაცნაირად, ვიღაცის მიერ მიიღება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ თითის გაშვერა ოლიგარქების მიმართ, ვისაც დიდი გავლენები აქვს, სწორი გადაწყვეტილებაა", - თქვა აუსტრევიჩიუსმა ფორმულასთან საუბარში. 


close დახურვა